ევროპარლამენტარი - იმედგაცრუებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა ჩართულია მედიის დევნაში

ევროპარლამენტარი - იმედგაცრუებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა ჩართულია მედიის დევნაში
8-06-2022, 23:54 - 2022
546

„სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა უერთდება ნადირობას ჟურნალისტებზე“, - ამის შესახებ ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საუბრობს.
 
მისი განცხადებით, მედიის სიტუაცია საქართველოში ძალიან მძიმეა.
 
მედიის სიტუაცია საქართველოში ძალიან მძიმეა. ჟურნალისტებზე ძალადობენ, მათ უტევენ ძალიან ბევრ შემთხვევაში და არსებობს მუქარის შემთხვევები და ეს ხდება როგორც მედიის წარმომადგენლებზე, ისე მედიის მფლობელების მიმართ და ძალიან იმედგამაცრუებელია რომ საქართველოს მთავრობა უერთდება ამ ნადირობას ჟურნალისტებზე, იმის მაგივრად, რომ დაიცვას ისინი. ამიტომ, მე მინდა შევახსენო საქართველოს მთავრობას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გამოხატეს თავიანთი სურვილი, მათ აქვთ მისწრაფება ევროპისკენ. ეს ნიშნავს, რომ უნდა შენარჩუნდეს დემოკრატიის უმაღლესი ზომები და უნდა იყოს კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილი“, - განაცხადა გრეგოროვამ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა