რუსთავში 4 წლის ბავშვზე დედამ და მამინაცვალმა იძალადეს

რუსთავში 4 წლის ბავშვზე დედამ და მამინაცვალმა იძალადეს

8-06-2022, 23:35 - 2022
1 251
       

რუსთავში 4 წლის ბავშვი საკუთარი ოჯახის წევრების ძალადობის მსხვერპლია.   ბავშვის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ბაგა-ბაღის დირექტორმა აღმოაჩინა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსთავში 4 წლის ბავშვზე დედა და მამინაცვალი სისტემატურად ძალადობდნენ. 
 
მცირეწლოვანს ფიზიკური ზეწოლის კვალი სახისა და სხეულის თითქმის ყველა ადგილზე ეტყობა, მათ შორის აღენიშნება სიგარეტის ნამწვით მიყენებული დაზიანებები.
 
ბაღის ადმინისტრაციამ ძალადობის ფაქტი პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა დედა და მისი მეგობარი მამაკაცი დააკავეს.
 
ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ორი წლის ძმასთან ერთად დღეს თავშესაფარში გადაიყვანეს.
 
ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული დედა და მისი მეგობარი მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს. დანაშაულს არცერთი აღიარებს.
 
ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით გრძელდება. მცირეწლოვანს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, სასამართლო კი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები