სარჯველაძე გვარამიასთან დაკავშირებით ომბუდსმენის განცხადებაზე - დაუსაბუთებელია, პოლიტიკური მიკერძოებით შეიძლება აიხსნას

სარჯველაძე გვარამიასთან დაკავშირებით ომბუდსმენის განცხადებაზე - დაუსაბუთებელია, პოლიტიკური მიკერძოებით შეიძლება აიხსნას
8-06-2022, 12:14 - 2022
506

„სახალხო დამცველის განცხადება რელევანტური არ მგონია და ალბათ, პოლიტიკური მიკერძოებით შეიძლება აიხსნას“, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებას.
 
მისი თქმით, საკითხი არა პოლიტიკურ არამედ სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს, ომბუდსმენის განცხადება კი დაუსაბუთებელია.
 
განცხადებები, რასაც აკეთებს ომბუდსმენი, რომ რომელიმე ბრალდება უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, მგონი ცოტა "შორს მიმავალია", არ მგონია რელევანტური იყოს, უფრო ალბათ, პოლიტიკური მიკერძოებით შეიძლება აიხსნას. აქ არ არის რაიმე კრიტერიუმი, როდის შეიძლება პრეზიდენტმა შეიწყალოს ან არ შეიწყალოს, ამიტომ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ. მიზეზად რაც არის დასახელებული, რომ უნდა შეიწყალოს, ამას არ ვეთანხმები, ეს უფრო მეტად განპირობებულია პოლიტიკური მიკერძოებით ვიდრე პროფესიონალური დაკვირვების შედეგებით.
 
ხშირად მესმის ბრალდებები და მოსაზრებები ამ საქმესთან დაკავშირებით და ეს უფრო მეტად ჰგავს პოლიტიკურ შეფასებებს, ვიდრე სამართლებრივს. ეს უფრო მეტად არის საკითხი, რომელსაც სჭირდება სამართლებრივი შეფასება და მხოლოდ სამართლებრივი შეფასების შემდეგ შეიძლება გაკეთდეს პოლიტიკური შეფასება, სამართლებრივად უნდა შეფასდეს და არა უკუღმა
“, - განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა