„პუტინი ამას არ დაუშვებდა, ეს ვიცოდი და უარი ვთქვი“ - მერკელი 2008 წელზე

„პუტინი ამას არ დაუშვებდა, ეს ვიცოდი და უარი ვთქვი“ - მერკელი 2008 წელზე

8-06-2022, 12:05 - 2022
650
       

გამოცემა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისთვის MAP-ის მინიჭებას იმიტომ არ დაუჭირა მხარი, რომ, ეს შესაძლოა პუტინს ომის გამოცხადებად მიეღო, რაც უკრაინას მეტ ზიანს მოუტანდა.
 
მერკელმა ინტერვიუში კიდევ ერთხელ დაიცვა 2008 წელს საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე საკუთარი პოზიცია.
 
პრეზიდენტი ზელენსკი მამაცად იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ, თუმცა მაშინ უკრაინა ნამდვილად ოლიგარქების მიერ მართული ქვეყანა იყო და აქ ნამდვილად ვერ იტყოდი „კარგი, ხვალ ჩვენ მათ NATO-ში მივიღებთ“.
 
ეს არ იყო ის უკრაინა, რომელსაც დღეს ვიცნობთ. ეს იყო უკრაინა, რომელიც ძალიან, ძალიან დაყოფილი იყო პოლიტიკურად. ეს არ იყო სტაბილური დემოკრატია. და როცა ქვეყანას NATO-ში იღებ - და წევრობის სამოქმედო გეგმა ამის მკაფიო წინაპირობაა - უნდა იცოდე, რომ კარგად ხარ მომზადებული, რომ ნამდვილად დაიცვა ასეთი ქვეყანა თუ თავდასხმა მოხდება.
 
მე დარწმუნებული ვიყავი, რომ პუტინი ამას არ დაუშვებდა. მისი პერსპექტივიდან ეს ომის გამოცხადება იქნებოდა
“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები