გახარია - „ქართული ოცნების“ განცხადებებს მოჰყვება პოლიტიკური შედეგი

გახარია - „ქართული ოცნების“ განცხადებებს მოჰყვება პოლიტიკური შედეგი

8-06-2022, 00:39 - 2022
717
       

„ტექნიკურ დონეზე საქართველო მართლაც ლიდერია სამ სახელმწიფოს შორის, მაგრამ ჩვენ პოლიტიკურ დონეზე გვაქვს პრობლემა“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „საქართველოს პირველი არხის“ გადაცემაში განაცხადა.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებებს მოჰყვება პოლიტიკური შედეგი.

ხანდახან, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გამოდის და ამბობს, რომ საქართველო ბევრად უფრო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე ასე ვთქვათ, კანდიდატობის სხვა კანდიდატები, უკრაინა და მოლდოვა. ნაწილობრივ, მართალი არიან. იმიტომ, რომ ტექნიკურ დონეზე, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო წლების განმავლობაში იყო აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერი, რეფორმების გატარების თვალსაზრისით, ტექნიკურ დონეზე საქართველო მართლაც ლიდერია ამ სამ სახელმწიფოს შორის, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ტექნიკურ დონეზე პრობლემა, ჩვენ პოლიტიკურ დონეზე გვაქვს პრობლემა, რაც, რა თქმა უნდა, შეიძლება, ბევრად უფრო განმსაზღვრელი იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც საბედნიეროდ, ჯერ არ არის მიღებული.
 
როდესაც შენ ამბობ, რომ შენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს, ზოგიერთ ევროპარლამენტარს, ან ევროპას სურს აქ მეორე ფრონტის გახსნა და ამიტომ სჯიან ქვეყანას, ასეთი არაორაზროვანი განცხადებები, რა თქმა უნდა, ბუნებაში არ იკარგება. რა თქმა უნდა, ამას თავისი პოლიტიკური შედეგები მოჰყვება და ეს უნდა გავითვალისწინოთ
“, - განაცხადა გახარიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები