კულტურის მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს სიტყვა არ ეთქმის.
წულუკიანი დღეს ელჩების დანიშვნის სკანდალს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ვინ კითხულობს სწორად კონსტიტუციას.
„პრეზიდენტს ამ მოდელის პირობებში სიტყვა არ ეთქმის, იმასთან დაკავშირებით ვინ იქნება უკეთესი, რომელ ქვეყანაში თავისი გამოცდილებიდან და უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე. ამის საპირისპიროდ, ჩვენ საქართველოს მთავრობას, რამდენჯერმე გვქონდა შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა ამა თუ იმ კანდიდატურის საკითხთან დაკავშირებით, ხელმოწერაზე უარი განაცხადა“, - განაცხადა წულუკიანმა.