„მეჩაიე, ერთჯერადი დეპუტატი“, კობახიძე ვერ დაგვამარცხებს“ - ბერძენიშვილი

„მეჩაიე, ერთჯერადი დეპუტატი“, კობახიძე ვერ დაგვამარცხებს“ - ბერძენიშვილი

7-06-2022, 16:09 - 2022
543
       

„ჩვენზე არ გაუმარჯვია არც ერთ ხელისუფლებას და მითუმეტეს, კობახიძისნაირი „მეჩაიე, ერთჯერადი დეპუტატები“ ვერ დაგვამარცხებენ“, -  ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ- ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტში განაცხადა.
 
მისი შეფასებით, კობახიძე და სხვები "ქართულ ოცნებაში" ივანიშვილის მიერ ვეზირებად დანიშნული ადამიანები არიან, რომლებიც არასდროს არც ერთი ხელისუფლების ოპოზიციაში არ ყოფილან.
 
ეს ის ხალხია, რომელიც „ვინც მოვიდა გაუმარჯოს“ კატეგორიიდან არის. „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში ყოფნის დროს არ ყოფილან ოპოზიციაში, არც ერთი ხელისუფლების მიმართ არ ყოფილან პროტესტანტები, არც 7 ნოემბერს და არც 2009 -ში ყოფილან მიტინგების დროს. ეს არის გახელისუფლებულ „ქართულ ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილის მიერ ვეზირებად დანიშნული ადამიანები, რომლებიც უკადრებელს კადრულობენ. როცა არ გაქვს საკუთარი პრინციპები, წონა, ტრადიცია, რასაც დაგავალებენ იმას იტყვი. კომუნისტებიდან მოყოლებული ყველა ხელისუფლება ებრძოდა „რესპუბლიკურ პარტიასაც“ და ძმებ ბერძენიშვილებსაც, რომელმა იხეირა? ჩვენ არ დავმარცხებულვართ არც ერთ ხელისუფლებასთან, ჩვენზე არ გაუმარჯვია არც ერთ ხელისუფლებას და მითუმეტეს, ახლა კობახიძისნაირი „მეჩაიე, ერთჯერადი დეპუტატები“ ვერ დაგვამარცხებენ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები