პროკურორი: ნიკო კვარაცხელია ბრალდებულებს არ იცნობდა

პროკურორი: ნიკო კვარაცხელია ბრალდებულებს არ იცნობდა

9-02-2022, 17:58 - 2022
1 150
       

თბილისის საქალაქო სასამართლოში Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა.

საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მასალებიდან დადგინდა, რომ კვარაცხელია
ბრალდებულებს - გიორგი კავილაძესა და აკო ჭელიძეს არ იცნობდა.

„დღევანდელ პროცესზე გამოკვლეული მასალებით დადგინდა რომ გარდაცვლილი საერთოდ არ იცნობდა არც ერთ ბრალდებულს მიუხედავად იმასა, რომ ისანი მკვლელობამდე ერთი წუთით ადრე შეხვდნენ ერთმანეთს, შეხედეს ერთმანეთს და თუ იცნობდნენ მათ რაიმე სახის რეაქცია ექნებოდათ. შეკვეთილ მკვლელობასა და მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით უნდა ისაუბრონ ბრალდებულებმა. ჩვენ არაერთხელ მივეცით ამის საშუალება“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.

პროკურორი ადასტურებს იმას, რომ შესაბამისი უწყებები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში მონაწილე სხვა პირების დადგენისთვის მუშაობენ.

„პოლიციის ორგანოები მუშაობენ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში“, - ამბობს პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 21 წლის ნიკა კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს მოკლეს. საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არიან ბრალდებულები.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები