რუსთავში ერთმანეთს სამი მანქანა დაეჯახა

რუსთავში ერთმანეთს სამი მანქანა დაეჯახა

7-06-2022, 00:52 - 2022
768
       

რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
 
გამოცემის ცნობით, ერთმანეთს „ჰიუნდაის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი და „ოპელის“ მარკის ტაქსი შეეჯახა, რის შემდეგაც ტაქსი ინერციით გაჩერებულ „ტოიოტას“ დაეჯახა. ავტომობილის მძღოლები ავტოსაგზაო შემთხვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
 
შემთხვევის დროს ერთი ადამიანი დაშავდა, თუმცა მას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია.
 
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები.


ფოტო - „ინფო რუსთავი“ 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები