ლექსო რაფავას გათავისუფლების მოთხოვნით ყოფილმა პოლიციელებმა აქცია გამართეს

ლექსო რაფავას გათავისუფლების მოთხოვნით ყოფილმა პოლიციელებმა აქცია გამართეს

9-02-2022, 17:40 - 2022
724
       

გენერალურ პროკურატურასთან ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავას გათავისუფლების მოთხოვნით ყოფილმა პოლიციელებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ადგილზე შეკრებილი პირების განცხადებით, ლექსო რაფავას იარაღი ჩაუდეს, ეს კი განხორციელდა იმიტომ, რომ რაფავა არჩევნებში ოპოზიციურ კანდიდატს უჭერდა მხარს.

მედიასთან კომენტარი გააკეთა რაფავას ადვოკატმა, დავით ახალაიამ და აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი ყალბია.

„მოპოვებული არის დამაჯერებელი მტკიცებულებები, მათ შორის არის ვიდეოფაილები, სადაც ასახულია პოლიციელთა დანაშაულებრივი ქმედებები. კერძოდ თუ როგორ ჩაატარეს ჩხრეკა პოლიციელებმა ლექსო რაფავას საცხოვრებელ ბინაში და დაკავების ოქმი შეადგინეს ადგილზე. მაგრამ მოპოვებულია ვიდეოფაილები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს, რომ იმ დროს როცა თითქოს და ჩხრეკა უნდა მიმდინარეობდეს ლექსო რაფავას ბინაში, მის სახლში მხოლოდ 2 პოლიციელი იმყოფება. ამით დასტურდება, რომ ჩხრეკისა და დაკავების ოქმი არის ყალბი“, - განაცხადა დავით ახალაიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები