ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში.
TV25.GE-ს ცნობით, ავარია ცოტა ხნის წინ, ფიროსმანისა და შარტავას კვეთაზე მოხდა.
გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ავტომობილი ჯერ მსუბუქ მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი მოპედს. შედეგად, მსუბუქად დაშავდა მოპედის მძღოლი.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.