ჯაფარიძე: ჩვენი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემაა, რომ საკუთარი ისტორია არ ვიცით და საკუთარ ისტორიას არ ვწერთ

ჯაფარიძე: ჩვენი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემაა, რომ საკუთარი ისტორია არ ვიცით და საკუთარ ისტორიას არ ვწერთ

6-06-2022, 23:31 - 2022
531
       

„ჩვენი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემაა, რომ საკუთარი ისტორია არ ვიცით და საკუთარ ისტორიას არ ვწერთ“, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
 
მისი თქმით, ისტორიული ფიგურების მოქმედების გააზრება ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
 
ჩვენი ისტორიის და მათ შორის ისტორიული ფიგურების კრიტიკული გააზრება ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც ჩვენ – ქვეყანას გვჭირს, არის ის, რომ საკუთარი ისტორია არ ვიცით და საკუთარ ისტორიას არ ვწერთ. ამის გამო ვუშვებთ ერთი და იგივე შეცდომებს, მათ შორის საკუთარი ისტორია რუსეთთან მიმართებაში გასული საუკუნეების განმავლობაში, საბჭოთა კავშირი, 90-იანი წლები. ან ახლა რაც ხდება. არაფერი არ გვაქვს კრიტიკულად გააზრებული. კრიტიკულად გააზრების ნაწილია ის, რომ გინდა ლევან ბერძენიშვილს ან ნებისმიერ სხვა ადამიანს აქვს უფლება დასვას კითხვები და შეფასებებიც გააკეთოს.
 
ისტორია ჩვენ არ დაგვიწერია, მეტწილად საბჭოთა პერიოდშია დაწერილი, მაგრამ რაც არის დაწერილი, იმასაც არ ვკითხულობთ. მაგალითად, ილია ჭავჭავაძე, რომელიც წმინდანად გვყავს შერაცხული, პრაქტიკულად არავის არ ჰყავს ამ ქვეყანაში წაკითხული. ძალიან დაბალი პროცენტია, ვისაც წაკითხულიც ჰყავს და გააზრებულიც. სამაგიეროდ ერეკლე მეორის სადღეგრძელო 5000-ჯერ ექნება დალეული, ამ დროს ვიღაცამ თქვა მოღალატეაო და ამოხტა ტრუსიკიდან
“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები