მამუკა ხაზარაძე: გარეჯი საქართველოა მეგობრებო?

მამუკა ხაზარაძე: გარეჯი საქართველოა მეგობრებო?

6-06-2022, 23:24 - 2022
733
       

„ეს არის ტყუილის მოგონება, არარსებული პრობლემის წინ წამოწევა, რომელიც კავშირშია ჩვენ ეროვნულ გრძნობებთან“, - ასე პასუხობს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ტვ პირველის“  წამყვანის კითხვას - რაში ხედავს, რომ  „ქართული ოცნება“  ატარებს ეროვნულ ინტერესს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩვენ არ ვართ სახელმწიფო.
 
ერთ-ერთი გამორჩეული იყო: გარეჯი საქართველოა. გავიდა უკვე ორი წელი და კითხვა მაქვს - გარეჯი საქართველოა მეგობრებო? წაგვართვა ვინმემ გარეჯი? ან თუ წაგვართვა, რას შვრება ჩვენი ე. წ. ეროვნული ხელისუფლება, როდესაც ხვდება იგივე ჩვენი მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს?! თუ დამთავრდა ეს ყველაფერი და არჩევნებისთვის იყო საჭირო?! ამით რამხელა ზიანი მივაყენეთ ჩვენ და ეს ყველას ეხება, ვინც ამ პროპაგანდაში იყო ჩართული. რამხელა ზიანი მივაყენეთ გარეჯს ამ თემის წამოწევით, ამაზე ვინმე დაფიქრდა?! ძალადობის წახალისება, ეს არის ეროვნული საქმე და ქართული სახელმწიფოს მშნებელობა?!
 
ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, ჩვენ გვაქვს სამშობლო და ქვეყანა, ეს უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, რომ გვქონოდა ტერიტორია, არავის ნერვები არ უნდა ავუშალოთ და როგორც ნათქვამია, ბალახზე უფრო დაბლა ვიყოთ და წყალზე უფრო ჩუმი. ასეთი ქვეყანა შექმნეს, სადაც ძალაუფლება ეკუთვნის მას და პასუხისმგებლობა აქვს ნოლი
“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები