ჩაქვში, მგზავრებით სავსე ავტობუსი თხრილში გადავარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს და წერს, რომ ავტობუსი ბათუმის-ჩაქვის სამარშრუტო ხაზზე მოძრაობდა.
გამოცემის ცნობითვე, შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი მსუბუქად დაშავდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის მიზეზად, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ პრესსამსახურში „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ მძღოლს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მაღალი არტერიული წნევა დაუფიქსირდა.
გამოცემა წერს, რომ გადაყირავებული ავტობუსი ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ამოაბრუნეს.