ჩოხატაური-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე მიკროავტობუსი 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

ჩოხატაური-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე მიკროავტობუსი 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
6-06-2022, 16:08 - 2022
1 672

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაური-სამტრედიის დამაკავშირებელ გზაზე.
 
ამის შესახებ ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.
 
გამოცემის ცნობით, სატვირთო მიკროავტობუსი, რომელშიც მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, დაახლოებით, 30 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა.
 
დაახლოებით, 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. როგორც ჩანს, იტრიალა მანქანამ. მხოლოდ ბუჩქები და გვიმრებია მაგ ტერიტორიაზე. მძღოლს დაზიანებები საერთოდ არ მიუღია. შემთხვევა ახალმომხდარია და ჯერჯერობით, შსს-ს წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებიან“, - ამბობს თვითმხილველი „გურია ნიუსთან“.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა