ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე ერთ-ერთი თავდამსხმელი ირაკლი ხომასურიძეა, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს ცნობილი ფრაზით - „ეს ფილმი თუ გავიდა, მე ცოცხალი სახლში არ წავალ“.
მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თავს რუსთაველის გამზირზე დაესხნენ. ისინი ამჟამად პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე არიან.
ირაკლი ხომასურიძე სხვა ჰომოფობებთან ერთად აპროტესტებენ ფილმის პრემიერას - „და ჩვენ ვიცეკვეთ“, კინოთეატრში მისულ ადამიანებს კი ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.