„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის აზრით, ქვეყანაში პოლარიზაცია შეიძლება დასრულებულიყო, თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაქრებოდა და ასევე მიხეილ სააკაშვილი დატოვებდა საბყრობილეს.
ამის შესახებ მეგრელიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ისაუბრა.
„უკრაინის მოქალაქეა და მგონია, რომ თუ ოდესმე ყოფილა ადეკვატური დრო, რომ მიხეილ სააკაშვილს რამე სასარგებლო გაეკეთებინა, შეიძლება - ახლაა და ნაცვლად იმისა, რომ ის ამ საქმეს აკეთებდეს, ციხეში ზის. ამაზე მეტი სტიმული რა უნდა ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილს, რომ ეს გადაწყვეტილება [ქართული პოლიტიკიდან წასვლის] მიიღოს. ეს მნიშვნელოვანია ენმ-ს მოქმედი პოლიტიკოსების პოლიტიკური მომავლისთვის. სინამდვილეში ეს ამთავრებს პოლარიზაციას და გვაძლევს შანსს გავხდეთ ევროპული საზოგადოება“, - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.