პოლიციამ გურამ ფალავანდიშვილი დააკავა

პოლიციამ გურამ ფალავანდიშვილი დააკავა

6-06-2022, 13:56 - 2022
1 304
       

ამ წუთებში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და „ზნეობა“ საპროტესტო აქციას მართავენ.
 
მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერებით „არაევროსოდომს“, „ლგბტ დიპლომატებო შორს ბინძური ხელები ჩვენი შვილებისგან“, „ყველა სამარცხვინო ლგბტ ელჩი გაძევდეს საქართველოდან“.
 
პოლიციამ ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი.
 
დაკავებები ადგილზე მოჰყვა მოწოდებას, რომ აქციის მონაწილეებს ევროკავშირის დროშა უნდა დაეწვათ.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს სამართალდამცავის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები