„ბორჯომი“ გათავისუფლებული თანამშრომლების მაგივრად რუსების დასაქმებას აპირებს - ადგილზე სიტუაცია იძაბება

„ბორჯომი“ გათავისუფლებული თანამშრომლების მაგივრად რუსების დასაქმებას აპირებს - ადგილზე სიტუაცია იძაბება

6-06-2022, 11:52 - 2022
798
       

კომპანია „ბორჯომის“ ქარხანასთან აქცია ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 
 
ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. როგორც ცნობილია, ადგილზე უნდა მივიდეს შრომის ინსპექცია. 
 
ასევე ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ბორჯომი“ რუსი თანამშრომლების მიღებას აპირებს სამსახურში.
 
გავიგეთ, რომ ჩვენს ადგილზე უნდა მოიყვანონ მუშები საქართველოდან, რუსეთიდან და გადავწყვიტეთ პიკეტირება. ვინც აქამდე შედიოდა მათაც გამოგვიცხადეს სოლიდარობა და აღარ შევიდნენ. ქარხანაში მიმდინარეობს დისკრიმინაცია, დაშინება“, - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები