ბორჯომის 400 გაფიცულ თანამშრომელს ორივე ქარხნის შესასვლელი პიკეტირებული აქვს - 3 საათზე მეტია, რაც ჩამომსხმელი ქარხნები სრულად პარალიზებულია.
გაფიცულები კომპანიის ტერიტორიაზე არ უშვებენ არავის.
ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება. საგანგებო მობილიზება აქვს გამოცხადებული შინაგან საქმეთა სამინისტროს.
სამართალდამცველებმა გაფიცულ მუშებს პიკეტის მოსახსნელად დრო მისცეს.
ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფება: დაცვის პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის ხელმძღვანელი.