თელავში ახალი ლურჯი ავტობუსებით მგზავრობა ფასიანი გახდა და ღირებულება 1 ლარს შეადგენს.
აღნიშნული გადაწყვეტილება თელავის საკრებულომ 31 მაისს მიიღო.
თვითმართველობის არჩევნებამდე თელავის მერიამ ქალაქში ახალი ლურჯი ავტობუსები შეიყვანა და წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დაპირდა, რომ ტრანსპორტი უფასო იქნებოდა, თუმცა თელავის მოსახლეობას 31 მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას საფასურის გადახდა მოუწევს.