ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, TV25 ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, გმირთა ხეივანთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.