მცხეთის მუნიციპალიტეტში, მისაქციელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სავარაუდოდ, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის ცნობილი არ არის.