არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირისათვის ბრალდებული მამაკაცი გამართლდა.
გადაწყვეტილება თელავის რაიონულ სასამართლოში გუშინ გამოცხადდა.
ბრალდებულის ადვოკატი, გოგიტა გაბაიძე ადასტურებს, რომ სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიმართ, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
„გიდასტურებთ, რომ დადგა გამამართლებელი განაჩენი, რომელიც მე ვთვლი, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებაა.
სხდომები იყო დახურული. ამიტომ დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ“, - განაცხადა გაბაიძემ.
საქმე ეხება ფაქტს, რომელიც კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 2021 წელს მოხდა.
გამოძიება 26 წლის მამაკაცს 15 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირს ედავებოდა და ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 140- ე მუხლით გათვალისწინებული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.