35 წლის ქალს მეხი დაეცა და გარდაიცვალა

35 წლის ქალს მეხი დაეცა და გარდაიცვალა

2-06-2022, 00:24 - 2022
1 193
       

დღეს, 1 ივნისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიაში ახალგაზრდა ქალს მეხი დაეცა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
 
გამოცემის ცნობით, ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. მერიის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა 35 წლის ქალი წვიმის დროს ყანაში კარტოფილის სასუქს უყრიდა.
 
ნინოწმინდაში უამინდობა დღის მეორე ნახევრიდან დაიწყო,დასეტყვილია მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები