ბათუმში, სავარაუდოდ, თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს

ბათუმში, სავარაუდოდ, თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს

31-05-2022, 19:13 - 2022
1 249
       

ბათუმში, სავარაუდოდ, თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს.
 
ამ წუთებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს სასტუმრო მეტროს შენობაში, რომლის მფლობელიც ოზთურქია.
 
ადგილზე ფინანსური პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული.
 
დამატებითი დეტალები უცნობია.
 
ოზთურქი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, ხშირად ჩნდებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე ყოფილ პრემიერებთან გიორგი გახარიასთან, გიორგი კვირიკაშვილთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები