დაჭრილი მოსწავლე თბილისში - სკოლის ტერიტორიაზე 15-მდე არასრულწლოვანი დაუპირისპირდა ერთმანეთს

დაჭრილი მოსწავლე თბილისში - სკოლის ტერიტორიაზე 15-მდე არასრულწლოვანი დაუპირისპირდა ერთმანეთს

30-05-2022, 22:20 - 2022
1 069
       

სამგორში 15 წლის ბიჭის დაჭრასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
 
როგორც ცნობილია, დაპირისპირება სკოლის ტერიტორიაზე შუადღის 2:00 საათზე დაიწყო, მოგვიანებით კი სკოლის მიმდებარედ გაგრძელდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირებაში დაახლოებით 15-მდე მოზარდი მონაწილეობდა.
 
შემთხვევა კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ მოხდა, 15 წლის მოზარდს დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ექიმის ინფორმაციით, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
 
მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ამ დროისთვის გამოკითხვები მიმდინარეობს პოლიციაში, ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები