თბილისში 15 წლის მოზარდი დაჭრეს. შემთხვევა დღეს, სამგორის რაიონში მოხდა.
არასრულწლოვანი „ამტელ ჰოსპიტალშია“ გადაყვანილი. მოზარდის მდგომარეობა მძიმე იყო, მას ოპერაცია გაუკეთდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის მოხდა.