აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სირიის არაბულ რესპუბლიკასთან სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.
სეპარატისტების მედიის ცნობით, 29 მაისს აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ვლადიმირ ანუასა და სირიის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-ლეიტენანტ ალი მაჰმუდ აბასს შორის შეხვედრა შედგა, რომლის ფარგლებშიც გაფორმდა სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება.
შეხვედრის ვიდეოჩანაწერს ავრცელებს სირიის თავდაცვის უწყებაც.