7 თვის შემდეგ, ბათუმის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია

7 თვის შემდეგ, ბათუმის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია

30-05-2022, 12:44 - 2022
592
       

ბათუმის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს.
 
კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ და ერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მიიღო. 
 
18-მა დეპუტატმა განაცხადა თანხმობა, რომ ბათუმის საკრებულოს, შუალედურ არჩევნებში გამარჯვებულმა, რამაზ ჯინჭარაძემ უხელმძღვანელოს. 
 
სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. მათ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ ისინი თანამდებობის გადანაწილებებში მონაწილეობას არ მიიღებენ. 
 
დღესვე საკრებულოს სხდომაზე საკუთარი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა „ლელოს“ წევრს, ირაკლი კუპრაძეს, მას საკრებულოში ვაჟა დარჩია ჩაანაცვლებს. 
 
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა 7 თვეა ვაკანტურია, კრიზისი მუნიციპალურ ორგანოში ოპოზიციის დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებამ გამოიწვია, რის გამოც ბათუმში შუალედური არჩევნები ჩატარდა და ამ მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებული, „ქართული ოცნების“ წევრი რამაზ ჯინჭარაძე ბათუმის საკრებულოს უხელმძღვანელებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები