ზუგდიდში, ჩილაჩავას ქუჩაზე ერთსართულიანი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. არსებული ინფორმაციით, სახლში არავინ იმყოფებოდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.