მოსამართლემ ანზორ ჩუბინიძის მოთხოვნა დააკმაყოფილა

მოსამართლემ ანზორ ჩუბინიძის მოთხოვნა დააკმაყოფილა
9-02-2022, 13:06 - 2022
506

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის შუამდგომლობა, ჩვენების მიცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილა.

კოჭლამაზიშვილის განმარტებით, სასამართლოს არ გააჩნია ბერკეტი იმისა, რომ მოწმეზე ზემოქმედება მოახდინოს და ჩვენების მიცემა აიძულოს.

„არ აძლევს ჩვენებას, მისი არჩევანია. ბატონო ანზორ, თქვენი პოზიცია მიღებულია ისე, როგორც ამას თქვენ უფიქსირებთ სასამართლოს. სასამართლოს არავითარი ბერკეტი არ აქვს, რომ იძულება მოახდინოს მოწმეზე და დაავალდებულოს, რომ მან ჩვენება მისცეს“, - განაცხადა მოსამართლემ.

ამის შესახებ მოსამართლემ კვლავ მიმართა ჩუბინიძეს კითხვით, ხომ არ შეუცვლია გადაწყვეტილება, რაზეც ჩუბინიძემ თქვა, რომ სასამართლო პროცესში მონაწილეობის არანაირი სურვილი არ აქვს.

„მე ვრჩები ჩემი განცხადების ერთგული და არანაირი სურვილი არ მაქვს აქ მონაწილეობის“, - დაამატა ანზორ ჩუბინიძემ.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა