რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკში უკან დაიხიეს

რუსულმა ძალებმა სევეროდონეცკში უკან დაიხიეს

28-05-2022, 14:39 - 2022
588
       

რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე.
 
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ „ტელეგრამში“ განაცხადა.
 
თუმცა, ისინი არ წყვეტენ მცდელობებს, ჩვენი ჯარების ზურგის მხარეს მიაღწიონ და ლუგანსკის ოლქის ლოჯისტიკა მოშალონ. მტერმა სევეროდონეცკი რამდენჯერმე დაბომბა, ძალიან ძლიერად, ზოგან ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. დაზიანდა 14 მაღალსართულიანი კორპუსი. ასევე სერიოზულად დაიბომბა სოფელი სინეცკი“, - აღნიშნა გაიდაიმ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები