ხერსონის მარიონეტულმა რეჟიმმა ოლქებთან, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს, ე.წ. საზღვრები ჩაკეტა.
ამის შესახებ რუსულ სამთავრობო მედიასთან ე.წ. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კირილ სტრემოუსოვმა ისაუბრა.
მისი მტკიცებით, გადაწყვეტილება „უსაფრთხოების მიზნით“ მიიღეს.
„საზღვარი ახლა უსაფრთხოების მიზნით არის დაკეტილი. ნიკოლაივისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებთან საზღვრის კვეთა საშიშია, რადგან უკრაინელი სამხედროები მას სისტემატურად ბომბავენ. [...] უკრაინაში რაიმე მიზნით წასვლას საერთოდ არ გირჩევთ“, - განაცხადა მან.