10 გასროლა და 2 დაჭრილი - ვაკეში მომხდარი შემთხვევის დეტალები

10 გასროლა და 2 დაჭრილი - ვაკეში მომხდარი შემთხვევის დეტალები
27-05-2022, 19:03 - 2022
677

დაახლოებით 1 საათის წინ თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე, ცეცხლი მსუბუქ ავტომობილს გაუხსნეს.
 
არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ორი მამაკაცი. დაჭრილები ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დროისათვის მათ გამოკვლევები უტარდებათ. 
 
თვითმხილველებმა 10-ზე მეტი გასროლის ხმა გაიგეს. ფალიაშვილი -არაყიშვილის კვეთაზე მობილიზებულია პოლიცია, ადგილზე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები. მათ უკვე დაიწყეს ნივთმტკიცებების დანომვრა, ადგილზეა ცეცხლსასროლი იარაღის მასრები. 
 
შსს-ს მომხდართან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა