დნეპროპეტროვსკის რაიონში, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის მიმართულებით სამი რაკეტა როსტოვის ოლქიდან გაუშვეს.
ცნობისთვის, მანამდე დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ აღნიშნა, რომ სარაკეტო შეტევებს ნგრევა მოჰყვა.