დაუზუსტებელი ინფრომაციით, უკრაინამ სტრატეგიულად მნიშნელოვან ტერიტორიაზე კონტროლი დაკარგა

დაუზუსტებელი ინფრომაციით, უკრაინამ სტრატეგიულად მნიშნელოვან ტერიტორიაზე კონტროლი დაკარგა

27-05-2022, 14:34 - 2022
876
       

რუსეთის მარიონეტული ძალების ცნობით, ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ლიმანს აკონტროლებენ. 
 
მათივე ინფორმაციით, მოსკოვმა მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას მიაღწია.
 
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ღამით მიცემულ ინტერვიუში აღნიშნულ ფაქტზე ისაუბრა. 
 
მისივე თქმით, იქ ბრძოლამ აჩვენა, რომ მოსკოვი თავის ტაქტიკას აუმჯობესებს.
 
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჩვენ ქალაქი ლიმანი დავკარგეთ. რუსეთის არმიამ ის დაიპყრო, თუმცა ეს უნდა გადამოწმდეს.
 
უფრო მნიშვნელოვანია, თუ როგორ აიღეს ქალაქი. ოპერაციის სწორად ორგანიზება. ეს, პრინციპში,  რუსეთის არმიის ოპერატიული მენეჯმენტისა და ტაქტიკური უნარების გაზრდილ დონეზე მიუთითებს. ის გაიზარდა. ყველგან, რა თქმა უნდა, არ გაიზარდა, მაგრამ ის უდავოდ გაუმჯობესდა
“, -  განაცხადა არესტოვიჩმა.
 
შეგახსენებთ, რომ ლიმანი მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია, რომლიდანაც რუსეთის სამხედრო ძალები დონბასის საწარმოო რაიონებს უტევდნენ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები