მარიუპოლში, ყოფილი „ოქტომბრის“ ქარხნის ტერიტორიაზე 70-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
ცხედრები ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად ნანგრევებში იყო მოყოლილი.
ქალაქის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშენკოს ცნობით, გარდაცვლილები დასაკრძალად მასობრივ სასაფლაოზე გადაასვენეს.
„კუინჯიში, ყოფილი „ოქტომბრის“ ქარხნის ტერიტორიაზე 70-მდე ცხედარი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი იგივეა - ხალხი დაბომბვის შედეგად, შენობის ნანგრევებში მოყვა“, - ამბობს ანდრიუშენკო.