ქუთაისის ცენტრში ოთხფეხა პირუტყვი ისევ დაბრუნდა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ინფოიმერეთი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პირუტყვი ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტმა და ფოტოგრაფმა არჩილ გეგენავამ დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში ოთხფეხა პირუტყვის გამოჩენა პირველი შემთხვევა არ არის, რამდენიმე თვის წინ ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალურ ქუჩაზე, თეთრი ხიდის ტერიტორიაზე ღორების კოლტი შენიშნეს. ასევე ხშირია ცხენების, მსხვილფეხა პირუტყვის და სხვადასხვა ცხოველების გადაადგილება ქალაქის ქუჩებში.