26 მაისს რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის დაბომბვას 5 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა, იგორ კლიმენკომ გაავრცელა.
„რუსული არმია უკრაინელი ბავშვების დახოცვასა და ოჯახების განადგურებას განაგრძობს. მტერმა იერიში ხარკოვზე მიიტანა. როდესაც დაბომბვა დაიწყო, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი 5 თვის შვილი ქუჩაში გადაადგილდებოდნენ. მამას ბავშვი ხელში ეჭირა. რუსების შეტევის შემდეგ, მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ქალი კი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, პოლიციის თანამშრომლებმა გარდაცვლილი 5 თვის ბავშვის ცხედარიც იპოვეს. ის აფეთქების ტალღამ მამის ხელებიდან სადარბაზოს სახურავზე ააგდო“, - წერს იგორ კლიმენკო.