ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვირუსული დაავადება 40 წლამდე კაცს გამოუვლინდა.
„40 წლამდე მამაკაცს დაუდასტურდა ყირიმ–კონგო, იგი გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. შემთხვევა გუშინ დადასტურდა, მაგრამ მანამდე იყო სტაციონარში განთავსებული“, - თქვა ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მზია პაპაშვილმა.