სასულიერო პირმა დაბადების დღე ტაძარში გადაიხადა და მრევლთან ერთად მოილხინა.
ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც ცნობილი ხდება, ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა მარტინე ლომთაძემ, სოფელ სიქთარვის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში სუფრა საკურთხევლის წინ გაშალა.