სასამართლოში ანასტასია შატალოვას მკვლელობის განხილვა მიმდინარეობს

სასამართლოში ანასტასია შატალოვას მკვლელობის განხილვა მიმდინარეობს

9-02-2022, 12:00 - 2022
543
       

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. დღესვე გადაწყდება, საქმის განხილვაში ნაფიცი მსაჯულები ჩაერთვებიან თუ არა. 

ცნობილია ისიც, რომ სხდომაზე დაცვის მხარე ერთ-ერთი ბრალდებულის, ბექა ლატარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებს.

შეგახსენებთ, რომ ანასტასია შატალოვა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 18 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს. მომხდარზე დაკავებულია სამი პირი, მათგან ორს განზრახ ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავებიან.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები