31 მაისს და 1, 2, 3 ივნისს რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

31 მაისს და 1, 2, 3 ივნისს რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

24-05-2022, 13:19 - 2022
759
       

31 მაისს და 1, 2, 3 ივნისს რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
 
ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
 
26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ნაცვლად 2022 წლის 25, 26, 27 და 28 მაისის 00:00-დან 06:00 საათებისა, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა განხორციელდება 2022 წლის 31 მაისის და 1, 2, 3 ივნისის 00:00-დან 06:00 საათამდე.
 
დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე
“, - აცხადებენ უწყებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები