რუსთავი გაჩიანის გზაზე, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, ბეტონმზიდს შეეჯახა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეჯახების შედეგად ბეტონმზიდი წყლის არხში გადავარდა, ხოლო მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი წაეკიდა. მძღოლმა დროულად მოახერხა მანქანიდან გადმოსვლა, ავტომობილი კი დაიწვა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.