ქუთაისში 37 წლის კაცს ეძებენ.
ოჯახის ინფორმაციით, ძებნის პროცესში პოლიციაც არის ჩართული.
„23 მაისის დილის 06:00 საათზე სახლიდან გავიდა დათო ნოზაძე ბოლო კონტაქტი ფიქსირდება ქუთაისში (პასილოკში) მდებარე მაგნიტის კამერებში და სავარაუდოდ აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით გააგრძელა მოძრაობა“, - განაცხადა ოჯახის წევრმა „მთავარ არხთან“.
ამოცნობის შემთხვევაში დაუკავშირდით ნომერზე: 598444650.