გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას mozaikanews ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ავტომობილი ამობრუნდა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი პირი.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული.