საჰაერო სივრცის დარღვევის და ოკუპაციის განახლების შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კონფლიქტის ზონაში შევიდა.
მედიის წარმომადგენლებს კი არარსებულ საზღვართან ისევ არ უშვებენ.
ჯერ ამ საკითხზე სუს-ს განმარტება არ გაუკეთებია. რაც შეეხება ოკუპაციას, დადასტურებული ინფორმაციით, ოკუპანტები მერეთი-ზარდიაანთკარის სიახლოვეს ახალ მავთულხლართებს ამონტაჟებენ, რომლის სიგრძეც 700 მეტრი იქნება.