უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი გმირი დაიღუპა - 38 წლის რატი შურღაია ქალაქ იზიუმთან შეტაკების დროს მოკლეს.
რუსი ოკუპანტების მიერ კასეტური ბომბების ჩამოგდების შედეგად მან თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო.
რატი შურღაიას უკრაინელი მეუღლე ჰყავს. ის ომის დაწყების პირველივე დღიდან წინა ხაზზე იბრძოდა. ოჯახის წევრებს უკრაინულმა მხარემ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა.
დაღუპულის დედა პოლონეთში ცხოვრობს. მას შვილთან კონტაქტი ბოლოს 5 დღის წინ ჰქონდა.
სხვა დეტალები ოჯახისთვის ჯერჯერობით უცნობია.
უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ასობით ქართველი იბრძვის. ოკუპანტების თავდასხმებს უკვე 10-ზე მეტი მათგანი შეეწირა.