თურქული გემები აზოვის ზღვაში შესვლას და მარიუპოლიდან სამხედროების ევაკუაციას გეგმავენ - რუსეთი კატეგორიულად წინააღმდეგია

თურქული გემები აზოვის ზღვაში შესვლას და მარიუპოლიდან სამხედროების ევაკუაციას გეგმავენ - რუსეთი კატეგორიულად წინააღმდეგია
15-05-2022, 00:37 - 2022
1 619

თურქეთის პრეზიდენტის სპიკერის, იბრაჰიმ კალინის თქმით, თურქეთმა უკრაინას ქალაქ მარიუპოლში რუსეთის მიერ ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან დაჭრილი მებრძოლების საზღვაო გზით ევაკუაცია შესთავაზა.
 
კალინმა Reuters-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ეს წინადადება პირადად განიხილა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და იგი კვლავ რჩება მოლაპარაკებების მაგიდაზე, თუმცა რუსეთი მას არ დათანხმდა.
 
კალინის თქმით, გეგმის თანახმად, აზოვსტალის ქარხნიდან ევაკუირებულ ადამიანებს სახმელეთო გზით გადაიყვანენ ბერდიანსკის პორტში, აზოვის ზღვაზე და თურქული გემი მათ შავი ზღვის გავლით სტამბოლში გადაიყვანს.

კომენტარები
რეკლამა